intel
Saturday, July 11, 2015
დღე -9
მეტად საინტერესო იყო მე-9 დღე. დღეს შევაჯამეთ დაგროვილი მასალა,მოვაწყვეთ ნამუშევრების პრეზენტაცია, გამოვავლინეთ ერთმანეთის სუსტი და ძლიერი მხარეები,მივეცით ერთმანეთს შენიშვნები,რჩევა-დარიგებები.საერთოდ კმაყოფილი ვარ ტრენინგით,აქ ვისწავლე როგორ დავგეგმო სასწავლო პროექტი,როგორ შევქმნა შეფასების სქემა და რუბრიკები.მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და მოვახდინეთ მოდულების შეჯამება. მადლობას ვუხდი ტრენერს შინაარსიანი და საინტერესო ტრენინგებისთვის,რადგან აღნიშნულმა ტრენინგმა დამარწმუნა ჩემს შესაძლებლობებში და მომცა სტიმული შემდგომი მუშაობისთვის. გმადლობთ ქალბატონო გვანცა,ღმერთი გფარავდეთ აწ და მარადის.
Wednesday, July 8, 2015
დღე -8
გავიხსენე როგორ ვიმუშაო ფოვერფოინტში,ვისაუბრეთ ფასილიტაციის როლზე. ვიმუშავე საპრეზენტაციო ფაილის ფასილიტაციაზე,ვიმუშავე სლაიდების კეთებაზე, შევქმენით ფასილიტაციის ნიმუშები.აღნიშნული სახით მუშაობა მაღალეფექტურია,აუმაღლებს მოსწავლეებს მოტოვაციას, განუვითარებს საკვლევაძიებო უნარებს,რაც აუცილებელია 21-ე სუკუნის მოქალაქისთვის.
Monday, July 6, 2015
დღე -7
გავეცანი მე-6 მოდულს ,დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის,გარდნერისა და ბლუმის მატრიცას,აღნიშნული მოდულის მიხედვით მოსწავლეთა შეფასება დადებით შედეგს გამოიღებს,გაგვაცნობს მოსწავლეთა ინტელექტს,შესაძლებლობებს,აამარლებს მოსწავლეთა მოტივაციას,მისცემს სტიმულს. ვისწავლე ბლოგზე ბმულის ჩასმა, რამაც მომცა სტიმული და დამარწმუნა ჩემს შესაძლებლობებში. ამიმარლა მოტივაცია.
Tuesday, June 30, 2015
Monday, June 29, 2015
Subscribe to:
Posts (Atom)